This is Leon's Typepad Profile.
Join Typepad and start following Leon's activity
Join Now!
Already a member? Sign In
Leon
Recent Activity
დილით თუ ოდინდელი თანამშრომლის ზარი გაღვიძებს, რომელიც შეშფოთებული სიტყვით გეუბნება, "დამწვარი კალოშის სუნი მცემს", ესე იგი წინ დიდებული დღე გელის. გოგას და მე ოდესღაც გაზეთში ერთად გვიმუშავია, ლიკა ცხაკაიასთვის სისხლი გაგვითეთრებია, რედაქტორს უთქვამს, მეცოდებოდა ქალი თქვენს ხელშიო. შემდეგ დავიშალესავით და აჰა, ჩემი მეწყვილე და ასისტენტი მიზანტროპიის დარგში კვლავ დაბრუნდა. ზრდილობიანი ფორმალობების გარეშე მომთხოვა, ჩაიცვი და სპორტის სასახლესთან გამოდი, ალ პაჩინოზე უნდა გელაპარაკოო. სპორტის სასახლესთან არის მაკდონალდსი, სამორინე აჭარა, ფოთოლა და თურმე უკვე მეორე წელიწადია გოგას ახალი სახლი. - ცოლი მოვიყვანე და... - მითხრა დაჩაგრული კაცის გამომეტყველებით - ხოოო...ცოლი - რატომღაც ვერც მე აღვფრთოვანდი თუმცა მადლობა მის ცოლს. ცოლი რომ არ... Continue reading
Posted Jan 10, 2010 at Micro Eden
Leon is now following .tiff
Jan 2, 2010
მე თვითონ მიკვირს და ეს სიტყები მამაჩემა მითხრა რამდენიმე წლის წინ. სად იყო მაშინ კომპიუტერი, "ოფტავოიში" სამ ლარად ნაყიდ თაბახზე ვაცხობდი დავალებას ჟურნალისტთა სკოლისთვის, თან ჩამოკონწიალებული ცინგლის აქტიური ქსიტინით შეკავებას ვცდილობდი. მამაჩემიც იქვე იყო და იმ დროინდელი გატაცებით, ამერიკული ფეხბურთით ერთობოდა. ძალიან რომ გავუტიე, ჩაის ჭიქა სავარძლის სახელურზე ჩამოდო, დინჯად შემოტრიალდა და ოდნავ გაღიზიანებული ტონით მირჩია - ნუ ქსიტინებ და ისე წერე. მას შემდეგ კაი ხანი გავიდა. რატომღაც სურდო აღარ მაწუხებს, თუმცა უკვე ცალკე ოთახში ვუბრახუნებ კომპიუტერს და ქსიტინით სულ რომ კედლები დავბზარო მამაჩემის ყურამდე მაინც ვერ მიაღწევს. ამის მიუხედავად, ყოველთვის ვცდილობდ ქსიტინის გარეშე ვწერო. ერთია მცდელობა, მეორე რამდენად გამოგდის.... Continue reading
Posted Jan 2, 2010 at Micro Eden
Leon is now following The Typepad Team
Jan 2, 2010